Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Hello Georgia: ბუკლეტშებმული მტრედები ბუნებაში არ გაგვიშვია

04 მარტი, 2015 21:54

Marketer.ge-ზე გამოქვეყნებულმა სტატიამ, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხებზე ბუკლეტშებმული მტრედები კომპანია Hello Georgia-მ ინფორმაციის გასავრცელებლად მთელ ქალაქში გაუშვა, საზოგადოების ნაწილისა და ცხოველთა დამცველების უკმაყოფილება გამოიწვია.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ „Saatchi & Saatchi Tbilisi-მ სპეციალურად ამ პრომოკამპანიისთვის დაიქირავა რამდენიმე მტრედი. მათ დაევალათ ხალხმრავალ ადგილებში სეირნობა, ფრენა და პრომოკამპანიის ფარგლებში ინფორმაციის გავრცელება. ტექნოლოგიებმა მტრედებს საფოსტო კურიერების ფუნქცია ჩამოართვა და მტრედთა საზოგადოება ათწლეულებია უმუშევრადაა, ამიტომ, ისინი სიხარულით დასთანხმდნენ შემოთავაზებას, შეიბეს სპეციალურად დამზადებული პრომოუსტარები და მოედნენ მთელ ქალაქს“.

„ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელ  თიკო კვალიაშვილის თქმით, ამ მდგომარეობაში მტრედების ბუნებაში გაშვება ფრინველებისთვის სახიფათოა.

„როგორც ფოტოებში ვნახე, მათ ფეხზე აქვთ გამობმული ბუკლეტები, რამაც შეიძლება, ფეხი გაუღიზიანოთ, ან  სადმე გაიხლართონ. პატარა ზონარიც რომ იყოს, შეიძლება სადმე ჩამოეკიდონ. ამის გაკეთება არ შეიძლება. ამის შესახებ ორგანიზაციებს შევატყობინე. ფრინველებს კანონი ვერ იცავს. რაც არსებობს, არის მკვდარი კანონი. ამ კანონით დასჯილი ადამიანი ჯერ არ მინახავს. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამსახურს დავუკავშირდი“, - უთხრა კვალიაშვილმა „ლიბერალს".

კომპანია Hello Georgia-ს წარმომადგენლის თქმით, მტრედები ბუნებაში არ გაუშვიათ და ისინი მხოლოდ ვიდეორგოლში გადასაღებად გამოიყენეს.

როგორც „ლიბერალს“ Saatchi & Saatchi Tbilisi-ს მენეჯერმა, ქეთი ჭითანავამ უთხრა, კამპანიაში გამოიყენეს გაწვრთნილი მტრედები, რომლებსაც პრომობარათები მოხსნეს და გადაღების შემდეგ პატრონს, ედუარდ ოგანოვს დაუბრუნეს.

აღიშნული ინფორმაცია „ლიბერალს" ოგანოვმაც დაუდასტურა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^