„თითქმის გავაოთხმაგეთ შემაკავებელი ორდერების გამოცემა, ხოლო დევნის მაჩვენებლი გავასამმაგეთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციელი ქალები კარგად არიან მომზადებულნი ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე რეაგირება მოახდინონ და პოლიციას დაუყოვნებლივ მიმართონ.
„უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს. ვიწყებთ კანონმდებლობის დახვეწას, საზოგადოებრივი კამპანიებს წარმოებას და თანამშრომლების გადამზადებას. ჩვენი მიზანია შევამციროთ და აღმოვფხვრათ ეს პრობლემა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსოფლიო მასშტაბით, ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ ერთი და იმავე საქმიანობაში გაწეული შრომისთვის. მისივე თქმით, ყოველი მესამე ქალი, მისი პარტნიორის თუ ყოფილი პარტნიორის მხრიდან, ძალადობის მსხვერპლია.