Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომიტეტმა სტაჟიორის სტატუსის შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა

09 მარტი, 2015 16:20

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სტაჟიორის სატატუსის შესახებ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“  საკანონმდებლო წინადადება განიხილეს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, შრომით ბაზარზე უნდა განისაზღვროს სტაჟიორის, როგორც შრომითი ურთიერთობის თანასწორუფლებიანი მონაწილის, სტატუსი, რათა მას თავისი უფლების დაცვის საშუალება ჰქონდეს.

პროექტის ავტორთა აზრით, სტაჟიორის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრით, სტაჟიორის სტატუსი ჩვეულებრივი დასაქმებულისას გაუთანაბრდება.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, სტაჟირების შესახებ ხელშეკრულების დადება შესაძლებელი იქნება 6 თვის ვადით, რომლის ამოწურვის შემდეგ დამსაქმებელს უფლება ექნება, მხარეთა სურვილის შემთხვევაში, სტაჟირება ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე გააგრძელოს. 

„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" წარმომადგენლის, ლევან ჩიტაძის განმარტებით, დამსაქმებელი ვალდებული არ იქნება, ვადის ამოწურვის შემდეგ სტაჟიორი დაასაქმოს. მისი თქმით, პროექტის მიხედვით, 6 თვე ერთჯერადი ხელშეკრულების გაფორმების მაქსიმალური ვადაა, რომლის ამოწურვის შემდეგაც მათ შეუძლიათ, განაახლონ ხელშეკრულება. „არსებობს სფეროები, რომელთა შემთხვევაშიც ეს ვადა გამოცდილების მისაღებად საკმარისი არ არის", - დასძენს ჩიტაძე. 

გარდა ამისა, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ მონაცემებით, საქართველოში დროებით დასაქმებულთა უდიდესი წილი სტაჟიორებზე მოდის.

პროექტის ავტორთა განცხადებით, კანონი არ ითვალისწინებს, სტაჟირების დამადასტურებელი რა სახის დოკუმენტი უნდა გაიცეს.

„ეს ქმნის საფრთხეს, რომ სტაჟიორი მის მიერ გაწეული შრომის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე დარჩება“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში, - „იმის გამო რომ სტაჟიორის სტატუსი განსაზღვრული არ არის, მისი საქმიანობა ავტომატურად არ იძენს სამუშაო გამოცდილების სტატუსს და ეს დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“.

ადამიანის უფლებათა დაცვიის კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების კანონპროექტად დარეგისტრირებას 5 ხმით დაუჭირა მხარი, შენიშვნების გათვალისწინებით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^