ვარდების მოედნიდან ველოსიპედის ძეგლის გადატანას არ ვგეგმავთ, - თბილისის მერია დღეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინფორმაცია, მერიაში მრჩეველთა საბჭოს შექმნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
„წინადადება ამგვარი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საინიციატივო ჯგუფისგან მოდიოდა, თუმცა დედაქალაქის მერს მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია“. - ნათქვამია განცხადებაში.