
კომპანია „ჯეოსელი“ ბოდიშს იხდის ბილბორდზე გამოჩენილი იმ ფოტოს გამო, რომელზეც „ევრაზიის ინსტიტუტის“ თანამშრომელი ირაკლი ყიფიანის გზავნილი გამოჩნდა, ტექსტით „Народная акция - „Георгиевская ленточка". Я помню! я горжусь!".
„ჯეოსელის“ განცხადებით, პროექტი კომპანია Deehubs-თან ერთად ხორციელდება და გზავნილების ფილტრაციას Deehubs უზრუნველყოფს, მიუხედავად ამისა, „ჯეოსელი“ პასუხისმგებლობას არ იხსნის და ბოდიშს იხდის გამოქვეყნებული გზავნილის შინაარსის გამო".
კომპანიის ინფორმაციით, გზავნილები ეკრანზე მხოლოდ 20 წმ-ით ჩნდება, ხოლო ფოტოსურათი გზავნილის ავტორს ეგზავნება მეილზე.
„ვაფიქსირებთ, რომ მესიჯების შინაარსი ეკუთვნის გამომგზავნს და არ გამოხატავს „ჯეოსელის“ დამოკიდებულებას და განწყობას", - აცხადებს ჯეოსელი.