
„ჯეოსელის" პროექტი Geocellsay დასრულდა. როგორც „ლიბერალს“ კომპანიის პრესსამსახურმა განუცხადა, პროექტის ფარგლებში გზავნილების მიღების ვადები თავიდანვე ცნობილი იყო და ის 3-დან 9 მარტამდე პერიოდს მოიცავდა.
„ჯეოსელის" განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვებგვერდზე 16,280 პოსტი გაიგზავნა, რომელთაგან 5670 ბანერზე უკვე გამოჩნდა, დარჩენილი გზავნილები კი ეტაპობრივად გამოქვეყნდება.
როგორც „ლიბერალს“ „ჯეოსელის" პრესსამსახურმა უთხრა, პროექტის დასრულება არ უკავშრდება იმ გზავნილს, რომლის გამოც კომპანიამ დღეს ბოდიში მოიხადა.