კიევში, მეტროსადგურ ვიდუბიჩთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
პრესამსახურის თქმით, სამართალდამცავებმა მომხდარის შესახებ 09:20 სთ-ზე გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „102-ში“ შესული ზარის შედეგად შეიტყვეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად საშაურმის ჯიხური დაზიანდა.
„დამნაშავემ ყუმბარა ჯიხურს ესროლა. საბედნიეროდ, ასაფეთქებლის მხოლოდ ნახევარი ამოქმედდა. შესაძლოა, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყოლოდა, რადგან მეტროს ტერიტორიაზე სწორედ დილის საათებშია ხალხმრავლობა“ - ამბობს თვითმხილველი.
პოლიციაში განმარტავენ, რომ ყუმბარა არაპროფესიონალის დამზადებული იყო და სამხედრო დანიშნულება არ ჰქონდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.