Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მთავრობამ წითელ ნუსხაში შეტანილი 63 ძირი წაბლის მოჭრაზე თანხმობა გასცა

12 მარტი, 2015 15:20

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე „წითელ ნუსხაში“ შეტანილ 63 ჩვეულებრივ წაბლს მოჭრიან.

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი წაბლის ხის მოჭრის უფლება შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მიეცა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას ხეების მოჭრა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების გამო სჭირდება.

დოკუმენტით, შპს მოჭრილ ხეებს (მერქნული რესურსი) აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე დაასაწყობებს.

ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში, კომპანია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტს წარუდგენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^