Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაქარეიშვილი: რუსეთთან სავაჭრო შეთანხმებაში ოკუპირებული ტერიტორიები ნაგულისხმევია

12 მარტი, 2015 16:44

საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლებისთვის დიდი მიღწევა იყო 2011 წელს რუსეთთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებ, სადაც მხოლოდ ნაგულისხმევია ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ არ არის ნახსენები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას.

ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთმა აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით არაღიარების პოლიტიკა დაუშვა, რათა გაწევრიანებულიყო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

„ეს არის რუსეთის მიერ საქართველოსთან ხელმოწერილი პირველი დოკუმენტი, რომელიც ეხება ამ რეგიონებს და ამასთან, ისინი საერთოდ არ არის ნახსენები. ეს ეხება მხოლოდ საქართველოს და რუსეთს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეთანხმებას სხვაგვარად განმარტავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ შეთანხმება, რომელსაც რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს მოეწერა ხელი, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს არ მოიცავს, - განუცხადა გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ეს უკავშირდება საქართველოსა და რუსეთის ტერიტორიებს იმ კონკრეტულ საზღვრებში, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა.

„მართლაც, არის სწრაფვა, რომ ეს შეთანხმება ამუშავდეს, რათა მუშაობა დაიწყოს შვეიცარიულმა კერძო კომპანიამ, რომელიც ამ შეთანხმებით ჩართული იქნება სააუდიტორო-საბაჟო სტატისტიკაში. ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ შეთანხმებაში ჩადებული პრინციპები მკაფიოდ იყოს დაცული", - განაცხადა ლავროვმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^