Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო გვენეტაძემ ზაქარია ქუცნაშვილის 9 კითხვიდან 5-ს უპასუხა

14 მარტი, 2015 17:02

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო გვენეტაძემ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დასმული 9 კითხვიდან 5-ს უპასუხა. რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, მისი განმარტებით ქუცნაშვილმა დაარღვია კონსტიტუციის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, მოსამართლისთვის კონკრეტულ საქმეებზე ანგარიშის მოთხოვნის უფლება არავის აქვს. 

დეპუტატის კითხვაზე, თუ რამდენი გამამართებელი განაჩენი გამოიტანა გვენეტაძემ სამოსამართლეო საქმიანობის დროს, უზენაესი სასამართოს თავმჯდომარეობსი კანდიდატი პასუხობს, რომ საქმის კოლეგიურად განხილვის წესით აღნიშნული სახის ათეულობით განაჩენი გამოიტანა.

„მოსამართლე ვიყავი 1999-დან 2005 წლამდე და ამ პერიოდში მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, საკასაციო პალატის გადაწყვეტილები განაჩენის განჩინების სახით გამოდიოდა და გაუქმებას, საქმის შეწყვეტას ან განსასჯელის სასიკეთოდ შეცვლას ითვალისწინებდა. ჩემი და ჩემი კოლეგების მონაწილებით ათეულობით საქმეზე გამოვიტანეთ გამამართლები განაჩენი, რომლებიც გამოქვეყნებულია. მათ შორის არის გახმაურებული საქმეებიც" - აღნიშნა გვენეტაძემ. 

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამარლეობის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა, უზენაესი სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, ლადო ჭანტურიამ წარადგინა, რასაც მხარს მართლმსაჯულების რეფორმატორთა იმდროინდელი გუნდი უჭერდა.

კითხვაზე, მონაწილეობდა თუ არა მოსამართლეთა დისციპლინურ დევნაში ზაზა მეიშვილთან ერთად, ნინო გვენეტაძე პასუხობს, რომ 2000 წლიდან 2004 წლამდე იგი თავმჯდომარეობა სადისციპლინო საბჭოს, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის მიერ წარმოებულ დისციპლინურ საქმეებს განიხილავდა და 4 მოსამართისა და 4 არამოსამართლე წევრისგან შედგებოდა.

„ამავდროულად, ვიყავი საბჭოს ერთ-ერთი კოლეგიის მოსამართლე წევრი და 4 არამოსამართლე წევრს შორის იყო ზაზა მეიშვილი. როგორც არამოსამართლე წევრი, დისციპლინურ საქმეთა განხილვაში მონაწილეობდა, სადისციპლინო საბჭოში კი - გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში. იმ გამონაკლისი შემთხვევების დროს, როცა კოლეგიის შემადგენლობაში არამოსამართე წევრი არ იყო, ჩანაცვლება ზაზა მეიშვილით ხდებოდა და ასეთი შემადგენლობით განხილულ საქმეთა რაოდენობა მაქსიმუმ ოთხია" - თქვა გვენეტაძემ. 

კითხვაზე, ათავისუფლებდა თუ არა თანამდებობიდან მოსამართლეებს ზაზა მეიშვილთან ერთად მოსამართლეთა დევნისას, მათ შორის, საპროცესო ვადების დარღვევისას, გვენეტაძე პასუხობს, რომ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სადისციპლინო კოლეგია ან საბჭო მოსამართლეებს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებდა კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.

„სადისციპლინო საბჭოსა და კოლეგიაში ჩემი მონაწილეობით საქმის განხილვის შედეგად თანამდებობიდან 4 მოსამართე გათავისუფლდა. დისციპლინური გადაცდომის ჩადენის საქმეში გამართლებულ იქნა 6 მოსამართლე. აღნიშნული სტატისტიკა საჯაროა" - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა. 

დეპუტატის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, მოსამართლემ კანონიერ დოკუმენტად და დასაშვებ მტკიცებულებად ცნოს სეპარატისტული ხელისუფლების მიერ გაცემული რომელიმე აქტი, გვენეტაძე პასუხობს, რომ ეს კითხვა დაკავებული გემიდან ამოღებულ იმ დოკუმენტს უკავშირდება, რომელიც მისმა საკასაციო პალატამ მტკიცებულებად გამოიყენა.

„ეს ინფორმაცია აფხაზეთს ტერიტორიაზე აღნიშნული გემის ყოფნის ფაქტს ადასტურებდა. არაღიარებულ ტერიტორიაზე გაცემული დოკუმენტის მტკიცებულებად მიჩნევა, თუ ის ფაქტს ადასტურებს, არამხოლოდ ქართული, არამედ, საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული პრეცენდენტია, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა. სასამართო გადაწყვეტილებაში ეს არ ნიშნავს ტერიტორიის დამოუკიდებლობის აღიარებას" - განაცხადა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა არ უპასუხა ზაქარია ქუცნაშვილის შემდეგ კითხვებს:

5. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პოლიციელი თქვენ გაათავისუფლეთ პატიმრობიდან და ეს გადაწყვეტილება „გაამართლეთ" უკიდურესი აუცილებლობით. გთხოვთ, განგვიმარტოთ, ქრთამის აღების გამართლებით რა უფრო მნიშვნელოვანი სიკეთე გადარჩა?

6. ქრთამის აღების ფაქტზე მხილებულ გარდაბნის მოსამართლესთან დაკავშირებით შეატყობინეთ თუ არა მაშინდელ საქართველოს გენერალურ პროკურორს და დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამო, მოსთხოვეთ თუ არა მას გამოძიების დაწყება?

7. ბორის მჭედლიძის საქმეზე თქვენ ძალაში დატოვეთ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ მისი მოადგილის ჩვენების საფუძველზე, რის შედეგადაც მას შეერაცხა რამდენიმეწლიანი პატიმრობა და დაენგრა ოჯახი. იყო თუ არა რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბ. მჭედლიძის დანაშაულს?

8. ვალერი გელაშვილისთვის სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვისა და ქონების ჩამორთმევისთვის შევარდნაძის ხელისუფლების დროს ხომ არ ჰქონდა ადგილი მაშინდელი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან თქვენზე ზეწოლას, რაც მისი ოჯახის 2 წევრის დაპატიმრება-გატაცებით და თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო 1.5 მილიონის ღირებულების ქონების ჩამორთმევით დამთავრდა?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^