Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მაკეტი და მშენებელი კომპანია ცნობილია

17 მარტი, 2015 20:39

ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონს ესპანური კომპანია „iberproex engineering & project management” ააშენებს, - ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 22-წევრიანმა სპეციალურმა კომისიამ საუკეთესო 11 პროექტიდან შეარჩია. პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ტერიტორია, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო ცენტრები განთავსდება. სტადიონის ავტოსადგომი 2000 მანქანას დაიტევს.

სტადიონის ფორმა, კერძოდ, ტალღოვანი ზოლები, ხვეულებით, მდინარე ჭოროხის შესართავს და შავი ზღვის ტალღებს ასახავს. 

„ერთი კონკრეტული პროექტის შერჩევა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. გამარჯვებული პროექტი დარწმუნებული ვარ სპორტის გულშემატკივართა მოწონებას დაიმსახურებს და ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება. 

სტადიონი სამომავლოდ არაერთ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლებს, რაც რეგიონში არა მხოლოდ სპორტის, არამედ ტურიზმის სექტორსაც გააძლიერებს“ - განაცხადა დავით ბალაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, სტადიონის საბოლოო პროექტი 5 თვეში იქნება მზად, რის შემდეგაც მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. სტადიონის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^