Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოლხური ბზა, წაბლი და ძელქვა - წითელი ნუსხის ხეებს ხარაგაულშიც მოჭრიან

19 მარტი, 2015 14:03

ჩვეულებრივი წაბლი (4 ინდივიდი), ძელქვა (7 ინდივიდი) და კოლხური ბზა (0,006 მ 3 ), წითელი ნუსხის ამ მცენარეებს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოჭრიან.

დოკუმენტის მიხედვით, ხეების მოჭრის უფლება „საქართველოს რკინიგზამ“ სარკინიგზო მაგისტრალ - ხაშური- ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელების მიზნით მიიღო.

დოკუმენტით „საქართველოს რკინიგზა“ განკარგულების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში ვალდებულია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებით ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას წითელ ნუსხაში შეტანილი 63 ჩვეულებრივ წაბლის მოჭრაზე უფლება ხელვაჩაურის სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^