
"ქართული ოცნება - დმეოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს მდივანი არმაზ ახვლედიანი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში უფლებამოსილებას დროებით იჩერებს - ამის შესახებ მან დღეს განცხადება გაავრცელა.
"ვწუხვარ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ჩემი ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას ეხებოდა, არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
მისი თქმით, პარტია “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებით ის ეცადა ხელი არ შეეშალა დეპუტატების არჩევანისათვის და ამბობს, რომ, სანამ პოლიტსაბჭოს სხდომაზე არ განიხილება აღნიშნულ ინტერვიუსთან დაკავშირებული საკითხი ის უფლებამოსილებას არ აღიდგენს.