Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქაბულში ჩაქოლილი ფერჰუნდეს კუბო ქალებმა გამოასვენეს

23 მარტი, 2015 16:07

ქალის კუბო, რომელიც ქაბულში ტყუილი ბრალდებით ჩაქოლეს, ქალებმა გამოასვენეს, რითაც მათ ავღანური დაკრძალვის წესი დაარღვიეს.

ფერჰუნდეს დაკრძალვას ასობით ადამიანი დაესწრო. ისინი ქალის მკვლელების დასჯას მოითხოვდნენ. ფერჰუნდეს ყურანის დაწვაში ედებოდა ბრალი, თუმცა ოფიციალურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს.

კეტებითა და ქვებით შეიარაღებულმა მამაკაცების ბრბომ ფერჰუნდე ჩაქოლა და მის ცხედარს ცეცხლი წაუკიდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა. ჩაქოლვის ამსახველი კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ განიმ საქმის აღძვრა მკვლელობის მუხლით მოითხოვა.

„ფერჰუნდე სრულიად უდანაშაულო იყო“, - ავღანეთის შს მინისტრმა, გენ მოჰამად ზაჰირმა განაცხადა, რომ 13 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, პოლიციის 8 ოფიცერი.

ტყუილი აღმოჩნდა მანამდე გავრცელებული ინფორმაციაც, თითქოს ქალს ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა.

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^