Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საფრანგეთში ხმა ერთის ნაცვლად კანდიდატთა წყვილს მისცეს - გენდერული ბალანსი პოლიტიკაში

23 მარტი, 2015 17:44

საფრანგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, წინასწარი მონაცემებით, ნიკოლა სარკოზის მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა. მეორე ადგილს მარინ ლე პენის ეროვნული ფრონტი 25%-ით იკავებს. ულტრა მემარჯვენე პარტიას მეტ შედეგს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა პირველი ადგილი გამოცდილმა მემარჯვენე-ცენტრისტებმა დაიკავეს.

პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტური პარტია 21%-ით მესამე ადგილზე გავიდა.

ამ შედეგების მიხედვით, 29 მარტს სიით პირველ ორ ადგილზე გასულ პარტიებს შორის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„შედეგები ფრანგი ხალხის ძლიერ სურვილს ცხადყოფს ცვლილებების მიმართ. ისინი მზად არიან, კვლავ მოტრიალდნენ მარჯვნივ და ცენტრისკენ“, - ამბობს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი.

სოციალისტების დაბალი შედეგი გასულ წელს მუნიციპალურ და ევროკავშირის არჩევნებში მარცხმა განაპირობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ არჩევნებში პირველად ამომრჩევლები ხმას აძლევენ არა ერთ, არამედ კანდიდატების წყვილს, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქალია, ერთი კი კაცი - ესაა მკაცრი რეგულაცია ადგილობრივ პოლიტიკაში გენდერული ბალანსის მიღწევისთვის. 

 

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^