ავიაკომპანია Germanwings-ს კუთვნილმა თვითმფრინავმა - Airbus A320, რომელიც ბარსელონა-დიუსელდორფის რეისს ასრულებდა, კატასტროფა განიცადა და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ზემო პროვანსის ალპებში ჩავარდა, - ამის შესახებ BBC იტყობინება.
წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ასევე ცნობილია, რომ ავიაკატასტროფამდე ლაინერმა განგაშის სიგნალი გადასცა.
რადიოსადგური Europe-1 აღნიშნავს, რომ ზემო პროვანსის ქალაქ ბარსელონეტში თვითმფრინავის რადარებიდან გაქრობა დააფიქსირეს. ქალაქის ხელისუფლება ლაინერის ჩამოვარდნის ფაქტს ადასტურებს, თუმცა თვითმფრინავის ზუსტ მოდელს ვერ ასახელებს.