სასტუმრო Holiday Inn-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პრესკონფერენციას „თავისუფალი ზონის" აქცია უძღოდა წინ.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ტრანსპარანტები: „ბიძინა წადი", „გადადგეს მთავრობა", „გაღარიბებული საქართველო". მომიტინგეებს სასტუმროსგან პოლიციის რკინის ჯებირები ყოფდა. ადგილზე მობილზებულია საპატრულო პოლიცია.