კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მე-5 კლასის მოსწავლეს სკოლაში, თანაკლასელებთან კონფლიქტი მოუვიდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სკოლის დირექტორის მოადგილემ, ქეთევან ბეგიაშვილმა განუცხადა, თანაკლასელებმა ბიჭს უთხრეს, რომ ნაშვილები იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.