Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლუკა კურტანიძის მეუღლე თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

31 მარტი, 2015 13:21

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, ლუკა კურტანიძის მეუღლე ხათუნა მიქაცაძე დაინიშნა, რომელიც პიარის კუთხით იმუშავებს. როგორც მიქაცაძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, უწყებაში მუშაობა მარტიდან დაიწყო. 

მოსაზრებას, რომ თავდაცვის სამინისტროში, აღნიშნულ თანამდებობაზე მეუღლის, დეპუტატ ლუკა კურტანიძის დახმარებით დაინიშნა, ხათუნა მაქაცაძე კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პიარის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

„იმისთვის, რომ ვიღაცას წარმოდგენა არ შეექმნას, თითქოს არსად არ მიმუშავია და თავდაცვის სამინისტროში უცბად გავჩნდი, მინდა განვმარტო, რომ წლების წინ დავიწყე მუშაობა: ჯერ იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ალიანსი, მერე ჩაჩავას სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სადაც პიარის ხელმძღვანელი ვიყავი, ამის მერე ვმუშაობდი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში, იყო ფინანსთა სამინისტრო, იყო „ფლაი ჯორჯია“, „ზედაზენი“, სადაც ასევე პიარის ხელმძღვანელად ვმუშაობდი და ა.შ. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, მე და ლუკა წელიწად-ნახევრის წინ დავქორწინდით, მე კი საქმიანობაში 1996 წლიდან, აქტიურად ვარ ჩართული", - აღნიშნა ხათუნა მაქაცაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^