
ორგანიზაცია IDFI-ის კვლევაზე, რომლის თანახმადაც, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (2014 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) გიორგი უკლება შსს-ში იყო დასაქმებული, ოთარ დანელია აცხადებს, რომ უკლება სამინისტროში აღარ მუშაობს.
„გიორგი უკლებას შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა ევალებოდა. უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე დღეს არავინ გვყავს, მაგრამ მალე გვეყოლება. ვგეგმავთ, გვყავდეს მრჩეველი ინფორმაციის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს აპრობირებული პრაქტიკაა და მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაწესებულებისთვის.
ორგანიზაცია IDFI-ს ინფორმაციით, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციებითა და სამუშაო გამოცდილების შესახებ მონაცემებით თანახმად, რამდენიმე მინისტრის მრჩეველი, შესაძლოა, ე.წ. „ოდეერი“, ანუ შსს-ს ოფიცერი იყოს უსაფრთხოების საკითხებში.
„როგორც ირკვევა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მრჩეველი (2014 წლის სექტემბრის მდგომარეობით) გიორგი მეზვრიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩევლები ზურაბ გეგუჩაძე (2014 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით) და დავით ღონიაშვილი (2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით), ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი (2014 წლის 19 ნოემბრის მდგომარეობით) გიორგი უკლება შინაგან საქმეთა სამინისტროში იყვნენ დასაქმებულნი. აღნიშნული დგინდება მათ მიერ ბოლო წლებში შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებიდან", - აცხადებს IDFI.