Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთმა Youtube და Twitter დაბლოკა

06 აპრილი, 2015 20:45

დღეს თურქეთმა Youtube და Twitter დაბლოკა - მიზეზად მემარცხენე ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილი პროკურორის ფოტოების გავრცელება სახელდება.

პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ კალინი განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი სოციალური ქსელების ქმედებაა, - „ფოტოების გავრცელებით მათ ტერორიზმის პროპაგანდა მოახდინეს, ხოლო ამას რაც მოჰყვა შედეგად, პროკურორის მკვლელობის ჩათვლით, მათი პასუხისმგებლობაა“.

1 აპრილს DHKP-C-ს (თურქეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული მარქსისტულ-ლენინისტური პარტია) ორმა წევრმა სტამბოლის სასამართლოს შენობაში პროკურორი აიყვანა მძევლად. მოგვიანებით სამივე მათგანი პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის მსხვერპლი გახდა.

მათ ინტერნეტში ფოტოები გაავრცელეს, რომელზეც პროკურორს ნიღბიანი ადამიანი თავზე იარაღს უმიზნებს და მიმართვა, რომლის თანახმადაც მძევალს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ, თუ 14 წლის ბიჭის მკვლელობაში დამნაშავე პოლიციელები ჩადენილს აღიარებდნენ და პროკურორი მათ ხალხს გადასცემდა გასასამართლებლად.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, პროკურატურამ მოითხოვა, ეს ფოტო მეტად აღარ გავრცელებულიყო ელექტრონულ პლატფორმებზე.

„პოსტებისა და ფოტოების მოხსნის მოთხოვნა გავაგზავნეთ Youtube-თანაც და Twitter-თანაც, თუმცა მათ განცხადება არ მიუღიათ. აქედან გამომდინარე, სტამბოლის სასამართლომ მათი დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო“, - ნათქვამია თურქეთის პროკურატურის განცხადებაში.

თურქეთმა Twitter და YouTube დროებით დაბლოკა ადგილობრივი არჩევნების კამპანიის დროსაც, 2014 წლის მარტში - მაშინ იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის ერდოღანის გარემოცვაში კორუფციის არსებობის შესახებ აუდიოჩანაწერები გავრცელდა. ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოების უკმაყოფილება და საერთაშორისო კრიტიკა დაიმსახურა.

თურქეთს Twitter-ის ადმინისტრაციაში ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან შედარებით 5-ჯერ მეტი განცხადება აქვს შეტანილი, გამოქვეყნებული მასალის მოხსნის მოთხოვნით. შარშან კი მათ კანონებიც შეცვალეს ხელისუფლებისათვის გარკვეული ვებგვერდების დაბლოკვის გასამარტივებლად.

 

წყარო: Reuters

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^