Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსლიმმა მიგრანტებმა 12 ქრისტიანი ხმელთაშუა ზღვაში ნავიდან გადაყარეს

17 აპრილი, 2015 14:01

ლიბიიდან იტალიაში მიმავალ ნავზე მყოფმა მუსლიმმა მიგრანტებმა 12 მგზავრი წყალში იმის გამო გადაყარეს, რომ ქრისტიანები იყვნენ, - ამის შესახებ იტალიის პოლიცია საუბრობს. პალერმოს დეპარტამენტის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებამ ქრისტიანების განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 15 ადამიანი უკვე დააკავა.

ლიბია სამშაბათს 105-მა ადამიანმა რეზინის ნავით დატოვა. როგორც ნავის დანარჩენმა მგზავრებმა იტალიის პოლიციას უთხრეს, თავადაც ძლივს გადაურჩნენ წყალში გადაყრას, გადაეჯაჭვნენ ერთმანეთს და მოძალადეებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ნავზე მყოფი ადამიანები პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა თავის ბორტზე გადასხა და ოთხშაბათს პალერმოში ჩაიყვანა. იქ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 15 მუსლიმი დააკავეს კიდეც.

დაღუპული 12 მგზავრი, პოლიციის ინფორმაციით, ნიგერიიდან და განიდან იყვნენ.

ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან ევროპის ხმელთაშუაზღვის სანაპიროსკენ ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ასეთი შორი მანძილისთვის არასაკმარისად აღჭურვილი გემებით მიემგზავრება, რაც სახიფათოა, თუმცა ომი და უკიდურესი სიღარიბე, როგორც ჩანს, მათ იძულებულს ხდის, მაინც დატოვონ აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი.

იტალიის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ამგვარმა გემებმა მარტო გასული შაბათ-კვირის შემდეგ იტალიის სანაპიროებზე ლიბიიდან მომავალი 10 000-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს.

 

წყარო: CNN

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^