Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას გეგმავს საქართველოს მთავრობა ISIS-ის მსხვერპლთა დასახმარებლად

17 აპრილი, 2015 18:45

გუშინ ჩრდილო ერაყსა და სირიაში დაზარალებული ასურელების დახმარების საკითხზე მსჯელობა გაიმართა. მასში სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში გელა დუმბაძე, ასურელთა ეროვნული კონგრესის პრეზიდენტი დავით ადამოვი და სოფ. ქანდაში არსებული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი მამა სერაფიმე  მონაწილეობდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, მან მამა სერაფიმესგან შეიტყო, რომ ხუთასამდე ოჯახი ასურელი ბავშვების მისაღებად სურვილს გამოთქვამს. შესაბამისად, საქართველო კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მუშაობას დაიწყებს.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ამბობენ, რომ შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და კონკრეტულ გეგმებზე ჯერ არ უსაუბრიათ: „ჯერ მხოლოდ არსებობს ინფორმაცია და სურვილი, რომ რაღაც გაკეთდეს“.

რაც შეეხება ხუთასამდე ოჯახის მზადყოფნას, იშვილოს ასურელი ბავშვები, ასურელთა  ეროვნული კონგრესის პრეზიდენტის დავით ადამოვის თქმით, შეხვედრაზე კონკრეტულად  შვილად აყვანის საკითხზე საუბარი არ ყოფილა: „გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. შეხვედრაზე  მამა სერაფიმემ მხოლოდ ის თქვა, რომ ურეკავენ ადამიანები, მიდიან მასთან და გამოთქვამენ სურვილს, მიიღონ ასურელი ბავშვები და ასეთი ოჯახი შეიძლება ხუთასამდე იყოსო“.

დავით ადამოვი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ორ საკითხზე მიდის საუბარი. პირველი, ეს არის ასურელი ბავშვების დროებით ჩამოყვანა, როგორც ეს მოხდა უკრაინელი ბავშვების შემთხვევაში და მეორე, გარკვეული კვოტის დაშვება, რომ რამდენიმე ოჯახი საქართველოში ჩამოვიდეს და დასახლდეს.

 „ეს არ იქნება ლტოლვილების ნაკადი, არამედ გარკვეული კვოტა, რომ ჩამოვიყვანოთ 50 ან 100 ოჯახი და დავასახლოთ. გუშინ მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი ამ ორ საკითხს ეხებოდა. ალბათ, მომავალ კვირას ისევ შევხვდებით და უფრო კონკრეტულ გეგმაზე ვისაუბრებთ.  ჩვენთანაც იყო რამდენიმე ზარი, ძირითადად, ასურელებისგან. გუშინ დამირეკა რამდენიმე ოჯახმა და მითხრა  ბავშვებს შევიფარებთო“, - ამბობს დავით ადამოვი „ლიბერალთან“ საუბარისას.

დავით ადამოვის თქმით, სპეციალური სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც  სირიიდან და ერაყიდან დაზარალებულების პრობლემებს განიხილავს, მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე, ასურელთა ეროვნული კონგრესი და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სამინისტრო ჩაერთოს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ასურელი ქრისტიანების დასახმარებლად საქართველოს მთავრობა კონკრეტული გეგმის მომზადებას იწყებს. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, სირიიდან და ერაყიდან  შემოსულთათვის თავშესაფრის მიღების წესები გამარტივდება.

 ასირიელი ქრისტიანების მხარდასაჭერად კვირას, 5 საათზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართება. აქციის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა და მას 31 ათასამდე ადამიანი შეუერთდა.

 14 აპრილს სოციალური ქსელით პეტიციაც გავრცელდა. პეტიციის ხელმომწერები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ,  შეიფარონ ასირიელი ოჯახები.

სამოქალაქო ომი სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს. გაეროს ოფიციალური მონაცემებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 9 მილიონს გადააჭარბა.  ამ პერიოდში 8 ათასზე მეტი მოზარდი და ბავშვი გარდაიცვალა. გასულ წელს შეიქმნა ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ISIS, რომელმაც სირიასა და ერაყში მოსახლეობის მასობრივი დევნა დაიწყო.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^