Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ბიუჯეტის 77% შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება

21 აპრილი, 2015 14:34

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტი 2 914 000 ლარია. აქედან 2 237 616 ლარი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე იხარჯება.

„ლიბერალის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, შრომის ანაზღაურებიდან თანამდებობრივ სარგოებზე 1 864 680 ლარი იხარჯება, პრემიებზე - 337 536, ხოლო დანამატებზე - 35 000 ლარი.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2950 ლარია. ამასთან, იგი ყოველთვიურ დანამატს იღებს 2950 ლარის სახით, ჯამში - 5900 ლარს.

დირექტორის ორი მოადგილის თანამდებობრივი სარგო 2800-2800 ლარს შეადგენს, ხოლო დირექტორის თანაშემწის - 1680-ს.

ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობრივი სარგო  2400 ლარია.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სამივლინებო ხარჯისთვის 10 000 ლარია გამოყოფილი. რაც შეეხება საოფისე ხარჯს, იგი 200 998 ლარს შეადგენს.

ინვენტარიზაციის გზით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის მუნიციპალიტეტისგან გადასაცემ ქონებას შორისაა 1 385 ლარის ღირებულების Iphone და 1 710 ლარის ღირებულების Iphone 5s 32GB.

შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის სარგებლობაში არსებულ ავტომობილებს შორისაა 13 010 ლარის ღირებულების BMW X5. 

1 იანვრიდან 1 აპრილამდე ცხოველთა კვებასა და ვეტერინარულ დახმარებაზე 25 136 ლარი დაიხარჯა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^