Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კამპანია „ბექა კრიმინალი არ არის“: „ლიბერალიზაცია ხალხს უნდა იყოს მიემართოს და არა ვიზას“

22 აპრილი, 2015 12:48

კამპანია „ბექა კრიმინალი არ არის" შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხმიანება, რის მიხედვითაც, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და შეძენა/შენახვისთვის პასუხისმგებლობები ერთმანეთისგან გაიმიჯნება. განცხადების მიხედვით, აღნიშნული კანონპროექტი „საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა". გთავაზობთ მათ განცხადებას:

„კანონით მომხმარებლისა და გამსაღებლის გამიჯვნას აზრი ექნებოდა მხოლოდ მაშინ თუკი მომხმარებლის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობის შემთხვევაში არსებითად შეიცვლებოდა სასჯელის ფორმა და ზომა. შემოთავაზებული ცვლილება კი უდანაშაულო ხალხთან წლებით ვაჭრობაა. წინა წლების სასამართლო პრაქტიკის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის 11-წლიანი ზედა ზღვარის პირობებშიც 6 წელზე მაღალი სასჯელი რეალურად არ გამოიყენებოდა.

ცვლილების ეს პაკეტი არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ მკაცრ პოლიტიკაზე, ის ძალოვან სტრუქტურებს რეპრესიული მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას კვლავინდებურად უტოვებს და კვლავაც არ სთავაზობს მომხმარებელს სხვა ალტერნატივას გარდა ციხისა. ყოველივე ეს კი იმ ფონზე, როდესაც საზოგადოება წლებია ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან ნარკომომხმარებლების მიმართ სასტიკი მოპყრობის შეწყვეტას.

აღნიშნული კანონპროექტის მიღება იქნება ადამიანების მოტყუება. ხელისუფლება ყოვლად უშინაარსო ცვლილებით დაიწყებს მტკიცებას, რომ მათ შეარბილეს კანონმდებლობა, რეალურად კი ის მოახდენს წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული დევნის პოლიტიკის ლეგიტიმაციას საკუთარი მმართველობის ბოლომდე და შეწყვეტს ყოველგვარ დიალოგს საზოგადოებასთან. 

უპასუხისმგებლობა და საკუთარი მოქალაქეების აზრის უგულებელყოფაა ის, რაც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული მისი მიღების მიზეზად, კერძოდ:

“2015 წლის 16-20 თებერვალს საქართველოში იმყოფებოდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის შესრულების შემფასებელი მისია, რომლის ერთ-ერთმა წევრმა, ფინელმა ექსპერტმა ტერჰო რაიალამ, თავის დასკვნაში, რომელიც ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების გავრცელების პრევენციასა და მათთან ბრძოლას, აგრეთვე, სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომლობას ეხებოდა, რეკომენდაცია მისცა საქართველოს სახელმწიფოს, რომ საკანონმდებლო ცვლილების საშუალებით გაემიჯნა ერთმანეთისაგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, მისი უკანონო გასაღებისათვის. სხვა მოთხოვნებთან ერთად, ამ რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია იმისათვის, რათა 2015 წლის 21-22 მაისის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის რიგაში ევროპულმა კომისიამ გამოსცეს რეკომენდაცია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და, შესაბამისად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესრულების შესახებ".

აღნიშნული ციტატა ცხადყოფს, რომ ხელისუფლებისთვის არ ისმის ათასობით საკუთარი მოქალაქის ხმა და ეს მხოლოდ ევროკავშირისთვის მომზადებული მოჩვენებეთი შინაარსის ცვლილებაა.

შესაბამისად გაგრძელდება უდანაშაულო ადამიანების კრიმინალიზაცია, მათი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გათიშვა და ციხეში გამომწყვდევა, კოლოსალური ფულადი ოდენობის საპროცესო შეთანხმების გაფორმება და შედეგად რეპრესირებული ადამიანების და მათი ოჯახების ღია ცის ქვეშ დარჩენა, ან გაღატაკება, შარდის ანალიზის ხარჯზე გახსნილი დანაშაულებების მაღალი მაჩვენებელი და შევსებული ბიუჯეტი.

მოვითხოვთ აღნიშნული კანონპროექტის საჯარო განხილვას, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას და ადგილობრივი, სათემო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებას. მხოლოდ ასეთი პროცესითაა შესაძლებელი რეალური, საზოგადოების მიერ მოთხოვნილი ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მიღება. 

კანონმდებლობის ლიბერალიზაცია ხალხს უნდა მიემართოს და არა ვიზას!", - ვკითხულობთ განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის პასუხისმგებლობა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო გასაღებისთვის - 6-დან 11 წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^