
„პრეზიდენტი მზად არის, უმასპინლოს ბიძინა ივანიშვილს და 20/30 ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართის დეტალურად დასათვალირებლად, ყველა მედიასაშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.
აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მას შემდეგ ესაუბრა, რაც ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა.
„ამავდროულად, ცხადია, შესაძლებელია, დაათვალიერონ ავლაბრის რეზიდენცია მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი. პრეზიდენტი აქ არ ცხოვრობს“, - აცხადებს აბაშიშვილი.