Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC:თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და დევნის რისკები კვლავ გაჩნდა

24 აპრილი, 2015 19:43

თერჯოლაში ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მოსახლეობის მხრიდან, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, იეჰოვას მოწმეთა იძულებისა და დევნის პროცესი შეიძლება განახლდეს, - აღნიშნულ განცხადებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს.

განცხდებაში, ასევე ვკითხულობთ, რომ  2014 წლის 3 ივნისს, თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის მიერ დაწყებული მშენებლობის ნებართვა დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან მომდინარე პროტესტის გამო, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დისკრიმინაციულად და უკანონოდ შეაჩერა. აღნიშნულ საქმეზე 2015 წლის 19 მარტს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მან გააუქმა მშენებლობის ნებართვის შეჩერების აქტი და თერჯოლის მუნიციპალიტეტს საკრებულოს სანებართვო მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელება დაავალა.            

ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თერჯოლის ადგილობრივი ქრისტიანების ორგანიზებულმა ჯგუფმა კვლავ დაიწყო მობილიზაცია იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ და მათ მუქარის შემცველი განცხადება გაუგზავნა: „თუ უარს იტყვით დიალოგზე და არ გაითვალისწინებთ რაიონში მცხოვრები მართლმორწმუნე ქრისტიანების (ინტელიგენციისა და მშრომელი ადამიანების) სამართლიან პროტესტს თქვენი გამომწვევი ქმედების მიმართ, ჩავთვლით, რომ მიზანმიმართულად აღვივებთ შუღლსა და დაპირისპირებას საზოგადოებაში, რის გამოც სრულად დაგეკისრებათ პასუხიმგებლობა მოსალოდნელ შედეგებზე“.

ადგილობრივი ქრისტიანების საინიციატივო ჯგუფმა 26 აპრილს 16 საათზე თერჯოლაში შეხვედრა დააანონსა, სადაც იეჰოვას მოწმეთა მიერ დაწყებული მშენებლობის საკითხებზე საკუთარ გეგმებზე იმსჯელებენ.

„იეჰოვას მოწმეთა მიმართ სიძულვილით მოტივირებული შეკრებების ორგანიზატორმა დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ თერჯოლაში შეკრების ადგილი იეჰოვას მოწმეებს უკვე აქვთ და ქალაქის ცენტრში ახალი შენობის გახსნის საჭიროება არ არსებობს. მისი მტკიცებით, თერჯოლაში აღნიშნული პრობლემის გამო, საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა და სახელმწიფოს შესაბამის რეაგირებას სთხოვს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იაჰოვას მოწმეთა განცხადებასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა აღასრულოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მათი თქმით, ამ დრომდე, იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი თემი თერჯოლაში ერთ-ერთი მორწმუნის კერძო სახლში იკრიბება და მათ არ გააჩნიათ რელიგიური დანიშნულების შენობა ქალაქში.

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ არარეალურ ალტერნატივად ქალაქგარეთ, მდინარესთან ახლოს მეწყრულ ზონაში მდებარე, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, რომელიც მათთვის მისაღები არ არის და კანონის დაცვით მიმდინარე მშენებლობის პროცესის შეწყვეტის საფუძველს ვერ  ხედავენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თერჯოლაში მიმდინარე პროცესებს სახელმწიფომ სათანადოდ არ უპასუხა და არ აღიარა გამოვლენილი კონფლიქტის რელიგიური ბუნება და იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტი.

„სწორედ სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკის გამო, თერჯოლაში იეჰოვას მოწმეთა მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და დევნის რისკები კვლავ გაჩნდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს თერჯოლაში რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებული შესაძლო ძალადობის ეფექტიანი პრევენცია და განახორციელოს ადამიანის უფლებების დაცვასა და სეკულარიზმის პრინციპზე დაფუძნებული ღონისძიებები გადაწყვეტილების აღსრულებისა და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^