Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალური მუშაკის პროფესიის ფასი საქართველოში

30 აპრილი, 2015 20:02

დღეს სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში საქართველოს სოციალურ  მუშაკთა ასოციაციის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალური მუშაობის პრაქტიკასა და გამოწვევებზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე საქართველოში სოციალური მუშაობის განვითარებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

მასში მონაწილეობა მიიღეს  ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  და  სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა კავკასიიდან.

ღონისძიება პლენარულ სესიას და სამ პარალელურ სესიას მოიცავდა. პლენარული სესიის ნაწილში განიხილეს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის როლი სოციალური მუშაობის პროფესიის გაძლიერებაში და სოციალური მუშაობის სფეროს გამოწვევები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენელი და სოციალურ მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რეგიონის ვიცეპრეზიდენტის, სალომე ნამიჭეიშვილის თქმით, საქართველოში დღეს სოციალური მუშაკები ყველაზე აქტიურად ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმაში არიან ჩართულნი. სისტემაში ასეთი სულ 240 სოციალური მუშაკია. მისივე თქმით, სოციალურ მუშაკთა ეს რაოდენობა ცოტაა და  მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ათი ათას მოსახლეზე ერთი სოციალური მუშაკია საჭირო.

„არსებული კადრები არ არის საკმარისი. სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური მუშაობის პროფესიის დემორალიზაცია ხდება. ერთი, რომ ცოტანი არიან და შესაბამისად არადეკვატურად დატვირთულები. ერთ სოციალურ მუშაკზე  80 – 100 შემთხვევა მოდის. ასეთ რეალობაში ჩვენ სამუშაოს შესრულების ხარისხზე საუბარს ვივიწყებთ. გარდა ამისა, მათ ეთიკურად გამართული მუშაობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ. სოც.მომსახურების სააგენტოში არ არის ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც სოციალურ მუშაკს  კონფიდენციალობის პრინციპების დაცვით მუშაობის საშუალებას მისცემს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ბენეფიციარი, რომელიც სოციალურ მუშაკთან თქვენთვის მტკივნეული გამოცდილების გასაზიარებლად მიხვედით. ამ თემებზე 8-10  კაცის თანდასწრებით საუბრობი მოგინდებათ?  ასევე არ აქვთ მხარდამჭერი მექანიზმები - პროფესიული სუპერვიზია, უწყვეტი განათლების შესაძლებლობა, მობილობა. მობილობაში საველე გასვლების განხორციელების შესაძლებლობას ვგულისხმობ. პროაქტიული რომ იყო, ოჯახებში, თემში გასვლის შესაძლებლობა უნდა გქონდეს“, - ამბობს სალომე ნამიჭეიშვილი და დასძენს, რომ ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი სახელფასო უზრუნველყოფაა, რომელიც ასევე დაბალი და შეუსაბამოა სოციალური მუშაკების შრომასთან.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან თანამშრომლობით პროფესიული სუპერვიზიის სისტემა შეიმუშავა. შეიქმნა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, თუმცა არ ხდება დოკუმენტის პრაქტიკაში წარმატებით დანერგვა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შეუსრულებელია.

„რეალურად მივიღეთ კარგი შინაარსის დოკუმენტი, მაგრამ ამის პრაქტიკაში დანერგვას სჭირდება რესურსი. პროფესიულ სუპერვიზიას ახორციელებს უფროსი სოციალური მუშაკი. დღეს კი მხოლოდ 15 უფროსი სოციალური მუშაკია.  15 ადამიანი 240 უმცროსი სოციალური მუშაკის სუპერვიზიას ვერ განახორციელებს“, - ამბობს სალომე ნამიჭეიშვილი.

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ქეთი ხუციშვილის თქმით, განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში თითოეულ სოციალურ მუშაკს სერიოზული როლი ეკისრება და საზოგადოებაც დიდ პატივს სცემს მათ საქმიანობას. საქართველოში კი სოციალური მუშაკების სტატუსი სათანადოდ მაღალი არ  არის.

„არ აქვთ მაღალი ფინანსური ანაზღაურება. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გაიზაროს სოციალური მუშაკის მნიშვნელობა და ღირებულება საზოგადოების საერთო კეთილდღეობის პროცესში და მიანიჭოს მას ის ტატუსი, რომელსაც იმსახურებს“, - ამბობს ქეთი ხუციშვილი.  

ქეთი ხუციშვილის თქმით, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოში“ სოციალური სამსახურის დარგის განვითარებაში პირველი ეტაპიდან იყო ჩართული.

ფონდის როლი სოციალური მუშაობის გაძლიერებაში განათლების პროგრამებით დაიწყო. ფონდის სოციალური მუშაობის სასტიპენდიო პროგრამამ სოციალური მუშაობის სფეროში პირველი მაგისტრები დააფინანსა. 2000-დან 2011 წლამდე საქართველოში 25-ზე მეტმა ქართველმა მიიღო მაგისტრის ხარისხი აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში. საქართველოში დაბრუნებულმა სტუდენტებმა საქართველოს უნივერსიტეტებში სოციალური მუშაობის სწავლება დაიწყეს, დაარსეს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, რომელიც წელს 10 წლის გახდა. ფონდის დახმარებით 2007 წელს შეიქმნა პირველი აკადემიური პროგრამა სოციალური მუშაკებისთვის, რომელიც დღემდე წარმატებით მუშაობს ილიას უნივერსიტეტში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^