Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაოფიციალური სტატისტიკით, საზღვარგარეთ დაახლოებით 1 607 744 ქართველი ცხოვრობს

03 მაისი, 2015 16:15

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 729,5 ათას ადამიანს შეადგენს. აღნიშნული სტატისტიკით, ქვეყნის მოსახლეობამ 2002 წელთან შედარებით 14,7 %-ით იკლო.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI) საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების შესახებ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან მისთვის მოწოდებულ არაოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. თუმცა უწყება განმარტავს, რომ ქართველების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად იმყოფება და საკონსულო აღრიცხვაზე არ არის. ამასთან, საკმაოდ დიდია სხვადასხვა ქვეყნებში მათი გადაადგილების ინტენსივობა. შესაბამისად, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს დაზუსტებული მონაცემები არ აქვს.

არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საზღვარგარეთ  დაახლოებით 1 607 744 ქართველი იმყოფება. აქედან ყველაზე მეტი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 800 ათასს აღწევს, რომელთაგან 285 915 (2009წ.) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

მეორე ადგილზე საბერძნეთია, 250 ათასი ადამიანით, თუმცა აქედან 100 000-მდე ეთნიკური ბერძენია. მას მოსდევს უკრაინა, სადაც  150 ათასი ქართველი ცხოვრობს.

არანაკლებ ბევრი ქართველი ცხოვრობს შემდეგ ქვეყნებშიც: თურქეთი (100 ათასი), ამერიკის შეერთებული შტატები (80 ათასი), აზერბაიჯანი (35 000), ესპანეთი (30 ათასი), გერმანია (25 ათასი) და ა.შ.

მოწოდებული 43 ქვეყნის მონაცემებიდან დიასპორის სიმცირით ავსტრალია (20), იაპონია (100), ყირგიზეთი (200), ლიტვა (300) გამოირჩევიან.

უწყების მიერ მოწოდებულ მონაცემებში თურქეთსა და ირანში ისტორიული დიასპორის წარმომადგენელთა რიცხვიცაა აღნიშნული. თურქეთში მათი რაოდენობა მილიონზე მეტია, ხოლო ირანში 35 ათასს აღწევს.



კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^