Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგნობრივიდან მოდულურ პროგრამაზე - პროფესიული განათლების კანონში ცვლილებები შედის

05 მაისი, 2015 20:43

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები იგეგმება. განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, კანონში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტისა და მოდულის განმარტებები ემატება.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ამბობს, კანონპროექტი მიზნად ისახავს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის შესაბამისად მოდულური მიდგომით შემუშავებული პროგრამების დანერგვას.

მისი თქმით, მოდულური სწავლება, დღეს არსებული საგნობრივი მიდგომისგან განსხვავებით, უფრო მოქნილი და ეფექტიანი იქნება.

„ვინაიდან თითოეულ მოდულს გარკვეულ კომპეტენციაზე გაჰყავს ადამიანი, მოდულები ეს არის რაღაცა კომპეტენციის ირგვლივ თავმოყრილი ინფორმაცია, რომელიც ადამიანს კონკრეტულ უნარს შესძენს“, - ამბობს ნატრიაშვილი.

„მაგალითად, თუ იქნება მზარეულის პროგრამა, იქნება მოდულთა ნაკრები გასავლელი, რაც ადამიანს საბოლოოო კვალიფიკაციასა და უნარს შესძენს. მაგალითად, შეიძლება იყოს ქართული ჩაროზის მოდული, რისთვისაც სტუდენტი ყველა საჭირო ინფორმაციას, ცოდნას მიიღებს, რა საგნიდანაც არ უნდა იყოს ის, ანუ კონკრეტული მიმართულების ირგვლივ ერთ მოდულში თავმოყრილ ცოდნას მიიღებს“, - ამბობს ნატრიაშვილი.

ამასთან, მოდულური სწავლების დანერგვის შემდეგ, ნატრიაშვილის განმარტებით, ადამიანებს, ვისაც უკვე აქვს უმაღლესი განათლება და სურვილი აქვს, კვალიფიკაცია შეიცვალოს, ან დამატებითი კვალიფიკაცია შეიძინოს, ასეთ შემთხვევაში, აღიარებული იქნება მისი განათლება და მას სრული პროგრამის გავლა არ მოუწევს, არამედ მხოლოდ მისთვის საჭირო ცოდნას შეიძენს და დროს არ დაკარგავს.

ნატრიაშვილის თქმით, მოდულური პროგრამები ეტაპობრივად დაინერგება, რისთვისაც გარდამავალ დებულებებში შესაბამისი ნორმები ჩაიწერა.

„გარდამავალი დოკუმენტები ვადას 2019 წლამდე აწესებს. ალბათ, 2017 წელს დავასრულებთ მოდულური მიდგომით შემუშავებული პროგრამების დანერგვას, თუმცა, თუ სტუდენტმა ამ ვადის მიწურულს ძველი სტანდარტით შემუშავებულ პროგრამაზე სწავლა გადაწყვიტა, მასაც უნდა მიეცეს საშუალება და მიიღოს შესაბამისი კვალიფიკაცია“, - ამბობს ნატრიაშვილი.

კანონპროექტი დღეს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, სადაც პროფესიული განათლების პროფკავშირების თავმჯდომარემ, დენის დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებები საჭიროა, თუმცა წარმოდგენული პროექტი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და კომპლექსურად არ ასახავს პროფესიული განათლების შესახებ კანონში საჭირო ცვლილებებს.  

„ეს კანონპროექტი არის მოუმზადებელი, უსისტემო დოკუმენტი, რომლის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ხელიც შეეშალოს პროფესიულ განათლებას. შემოტანილია დამატებითი ტერმინები (მოდული, პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამის ჩარჩო-დოკუმენტი, პროფესიული კვალიფიკაცია), თუმცა ტერმინი შემოდის იმაზე, რაც არც არსებობს კანონპროექტში, არ არის ტექსტში ნაგულისხმევი“, - ამბობს დავითაშვილი.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^