პარლამენტის მიერ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებამდე ყველა მინისტრს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ.
4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მათ შორის თავდაცვის ახალ მინისტრს თინა ხიდაშელს მოუსმენენ. კომიტეტის სხდომა პირველ საათზე დაიწყება.
საღამოს 5 საათიდან კი მინისტრები მოხსენებით ჯერ უმცირესობის, შემდეგ „თავისუფალი დემოკრატებისა“ და უმრავლესობის წინაშე გამოვლენ.
მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 8 მაისს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.