Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი: მოსამართლეთა გაძლიერებისთვის ინკვიზიციურობის ელემენტებს დავნერგავთ

07 მაისი, 2015 15:58

იუსტიციის სამინისტრო მოსამართლეთა გაძლიერების მიზნით ინკვიზიციურობის ელემენტების შემოტანას გეგმავს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრებს ნდობის გამოსაცხადებლად უსმენენ.

მისი თქმით, დღეს სასამართლოში საქმის განხილვა მთლიანად შეჯიბრებითობის პრინციპზეა აგებული და „ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ დაზიანდეს, ნელ-ნელა, იმ დოზით, რაც დასაშვებია, შემოიტანენ რანდენიმე ინკვიზიციურობის ელემენტს".

„ეს არის, ჯერჯერობით, მსჯელობის საგანი, საბოლოო პროდუქტს კი სისხლის სამართლის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოშიც განიხილავენ“, - აცხადებს წულუკიანი.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი 8 მაისს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

ინკვიზიციურობის პრინციპის მიხედვით, მოსამართლეს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები, მხარეებს მისცეს მითითებები, მოსთხოვოს მათ სარჩელის ან შეგებებული სარჩელის დაზუსტება, საქმის განხილვისას მოიწვიოს მესამე მხარეები და მხარეებს დაავალოს გარკვეული მტკიცებულებების მოპოვება. მოსამართლე ასევე უფლებამოსილია მტკიცებულებები თავად მოიპოვოს, რათა საქმის ყველა ასპექტი შეისწავლოს და სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა გაუადვილდეს.

შეჯიბრებითობის პრინციპის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მტკიცებულებათა მოპოვება, მოწმეთა მოძიება, მათი სასამართლოში დაბარება და მტკიცებულებების სასამართლოში პრეზენტაცია მხოლოდ ბრალდებისა და დაცვის მხარის კომპეტენციაა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^