Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 მაისს კონცერტის გამართვის შესახებ საპატრიარქომ თბილისის მერიას განცხადებით მიმართა

07 მაისი, 2015 16:44

17 მაისს რუსთაველის გამზირზე კონცერტის გამართვის შესახებ საპატრიარქომ თბილისის მერიას განცხადებით 5 მაისს მიმართა, - ამის შესახებ „ლიბერალს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საპატრიარქომ მერიას აცნობა, რომ 17 მაისს რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ადგილას კონცერტი გაიმართება.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა „ლიბერალს" 29 აპრილს უთხრა, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად კონცერტს საპატრიარქოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ხალხური და შემოქმედებითი ჯგუფი გამართავს.

„ლიბერალის" შეკითხვაზე, იქნება თუ არა ღონისძიება ლგბტ პირების წინააღმდეგ მიმართული, ბოტკოველი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს „ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული“ და რომ „ღონისძიება ქართული ეროვნული ცნობიერების ამაღლებისთვის დამახასიათებელი“ იქნება. 

გასულ წელს ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოაცხადა.

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 2013 წლის 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“, „იდენტობამ“, „ქალთა ფონდმა საქართველოში" და „ლგბტ საქართველომ" დაგეგმეს მდუმარე აქცია, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ჰომოფობიის პრობლემის მიმართ საქართველოში.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, აქცია დაარბიეს პარალელური აქციის მონაწილეებმა, მათ შორის, სასულიერო პირებმა, რომელთა მიზანი არა აქციის ხელშეშლა, არამედ მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. ერთი მხრივ, ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელდა სიძულვილით განპირობებული ფიზიკური ძალადობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^