Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

OSGF: უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის ჰოსპისის გახსნა იგეგმება

08 მაისი, 2015 18:48

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ინიციატივით, საქართველოში ბავშვთა ჰოსპისი გაიხსნება. როგორც ფონდში აცხადებენ, ჰოსპისის გახსნა 2016 წლისთვის იგეგმება და იქ უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე იზრუნებენ.

„ოცნებების სახლი“, „მსოფლიო რუკა“, „ვარსკვლავებზე ნადირობა“, „ცისარტყელის მიღმა“, „იმედის სახლი“ - ასეთი სახელწოდებებით არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვთა ჰოსპისები - სახლები, სადაც 0-18 წლამდე ასაკის უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ოჯახის წევრებთან ერთად ზრუნავენ ექთნები, ფსიქოლოგები, მოხალისეები.

გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, თითქოს ჰოსპისი იგივე საავადმყოფოა. სინამდვილეში, მისი კონცეფცია გულისხმობს საავადმყოფოსგან სრულიად განსხვავებულ გარემოს, რომელიც ხშირად ბავშვებისთვის საყვარელი რომელიმე ლიტერატურული პერსონაჟის სახლს ან ფანტასტიკურ სამყაროს მოგაგონებთ", - აცხადებენ ფონდში.

მათივე ინფორმაციით, ბავშვთა ჰოსპისის შექმნაში, მათთან ერთად სამედიცინო კორპორაცია „ევექსი", საქართველოს პრეზიდენტი და ინდივიდუალური დონორები მონაწილეობენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^