თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, თემურ ხომერიკმა თანამდებობდა დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" თბილისის მერიაში დაუდასტურეს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხომერიკმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს დაწერა.
2 თვის წინ თემურ ხომერიკი და საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს შენობის წინ ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ელისაშვილი თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს უმოქმედობაში ადანაშაულებდა.