
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, თამარ კორძიამ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობაში რჩება.
კახიანის თქმით, კორძაიას სხვა ფრაქციაში გადასვლის შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
„განცხადების შემოსვლის მომენტიდან მიიჩნევა, რომ მან დატოვა ფრაქცია. რაც შეეხება იმას, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას და რა ფორმით, ჩემი ინფორმაციით, ის რჩება უმრავლესობის წევრად, უბრალოდ, არ ვიცით, უმრავლესობის წევრი იქნება როგორც უფრაქციო დეპუტატი, თუ რომელიმე სხვა ფრაქციაში შევა, მხოლოდ ის ვიცით, რომ ის უმრავლესობაში რჩება“, - განუცხადა კახიანმა „ლიბერალს“.
პარლამეტში შესული განაცხადის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თამარ კორძაია, პირადი განცხადების საფუძველზე, აღარ ირიცხება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრად.