Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყდრისის საქმის მწარმოებელი მოსამართლე ობიექტის ადგილზე დასათვალიერებლად ჩადის

13 მაისი, 2015 22:35

საყდრისში თავად საქმის მწარმოებელი მოსამართლე ნანა დარასელია ჩავა, - როგორც „ლიბერალს“ საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს, შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მოსამართლემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე განაცხადა. 

მათი ინფორმაციით, ნანა დარასელია საყდრისში 16 მაისს, არქეოლოგებთან ერთად გაემგზავრება.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოსარჩელე კახა კოჟორიძის და გიორგი გოგოჭურის შუამდგომლობა, რომლითაც მოსარჩელეები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერებას ითხოვდნენ. აღნიშნული აქტების საფუძველზე, კომპანია “RMG Gold”-ს ”საყდრისი-ყაჩაღიანის” არქეოლოგიური ობიექტის ”აღება-დაშლის ” თანხმობა მიეცა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მიიღო განჩინება ობიექტის ადგილზე დათვალიერების შესახებ“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობის განხილვა 18 მაისს, 12:00 საათზე გაგრძელდება .

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^