Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„17 მაისი“: ევროსასამართლო 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე საქართველოს პასუხს სთხოვს

13 მაისი, 2015 23:06

13 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენებისას სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით სახელმწიფოს წერილობითი პასუხი მოსთხოვა, - ინფორმაციას ამის შესახებ „17 მაისი“ ავრცელებს.

საქმე 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჯარო შეკრების მონაწილეების სარჩელს ეხება, - “იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”. „17 მაისის“ ინფორმაციით, ევროსასამართლო სახელმწიფოსგან წერილობით პასუხის გაცემას ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-14 ( დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით ითხოვს.

„იდენტობას“ იურისტი, ნინო ბოლქვაძე აცხადებს, რომ ევროპული სასამართლო 2013 წლის 17 მაისის საქმეზე იგივე დარღვევებს ხედავს, რაც 2012 წლის 17 მაისის საქმეზე უკვე გამოტანილი გადაწყვეტილებით არის დადგენილი.

„ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წელს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებების დარღვევას კერძო პირების მხრიდან მეტად ბრუტალურ ხასიათი ჰქონდა, ვფიქრობ, რომ ევროპული სასამართლო 2013 წლის 17 მაისის საქმეზე სახელმწიფოს გაამტყუნებს”, – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევრპოსასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ მოსარჩელეებთან მიმართებაში თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა.

როგორც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეთერთმეტე მუხლი მეთოთხმეტესთან და მესამე მუხლი მეთოთხმეტესთან მიმართებაში დაირღვა. აღნიშნული მუხლები წამებას, არაადამიანურ მოპყრობასა და დასჯას ეხება.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^