Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახეთში ალაზნის ადიდებამ ელექტროგადამცემი ხაზი „ბახტრიონის“ ანძა დააზიანა

14 მაისი, 2015 19:32

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ალაზნის ადიდებამ და კალაპოტიდან გადმოსვლამ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გადამცემი ხაზის „ბახტრიონის” ანძის წაქცევა გამოიწვია. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ახმეტის რაიონის სოფლების - ქისტაურის, ზემო და ქვემო ალვანის 6100 აბონენტს, - აღნიშნულის შესახებ „ლიბერალს“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა განუმარტა.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დაზიანების კერა ნაწილობრივ აღმოფხვრილია და ზემო და ქვემო ალვანის 3600 აბონენტს ელექტროენერგია მიეწოდება.

„აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ელექტროენერგიის მიწოდება სოფელ ქისტაურსაც აღუდგება“, - განაცხადეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

მდინარე ალაზნის ადიდებამ პრობლემები შეუქმნა მეცხვარეებსაც.

„ახმეტის მუინიციპალიტეტში წუხელ მდინარე ალაზნის პატარა კუნძულზე რამდენიმე ცხვარი დარჩა, თუმცა მდინარიდან ყველა მათგანის უვნებლად ამოყვანა მოხერხდა და ამ დროისთვის ზარალი არ ფიქსირდება. ადგილზე დილითვე მივიდნენ გამგეობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები“, - აღნიშნულის შესახებ „ლიბერალს“ კახეთის სამხარეო გუბერნატორის ადმინისტრაციიდან განუმარტეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^