Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

17 მაისი, 2015 12:17

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

პირველად ეს დღე 2003 წელს აღნიშნეს, როგორც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე. 2006 წლიდან ის საერთაშორისო დღედ იქცა.

2013 წლის 17 მაისს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“, „იდენტობამ“, „ქალთა ფონდმა საქართველოში" და „ლგბტ საქართველომ" დაგეგმეს მდუმარე აქცია, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა ჰომოფობიის პრობლემის მიმართ საქართველოში.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, აქცია დაარბიეს პარალელური აქციის მონაწილეებმა, მათ შორის, სასულიერო პირებმა, რომელთა მიზანი არა აქციის ხელშეშლა, არამედ მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება იყო. ერთი მხრივ, ლგბტ და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება, ესარგებლათ კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით, ხოლო მეორე მხრივ, განხორციელდა სიძულვილით განპირობებული ფიზიკური ძალადობა.

2014 წელს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეს დღე ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^