Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: ბავშვთა სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება

18 მაისი, 2015 14:48

2014 წელს არასრულწლოვანთა სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან დაცვის უფლების იმპლემენტაცია კვლავ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ბავშვთა სოციალური უფლებების დაცვის სფეროში, - ამის შესახებ საქართველო სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ომბუდსმენი პარლამენტის წინაშე ანგარიშით 21 მაისს წარსდგება.

დოკუმენტის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატში საქმისწარმოების შედეგების მიხედვით, პრობლემურია სოციალური დაცვის მოქმედ სახელმწიფო ქვეპროგრამებში უკიდურეს და ფარდობით სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების სპეციფიკური საჭიროებების არასათანადოდ ასახვა, უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეფექტური ინტერვენციების განხორციელების ხარვეზები, არასრულწლოვანთათვის სოციალური მომსახურების სახელმწიფო სერვისების დროული მიწოდება და ბავშვზე ზრუნვის განმახორციელებელი პერსონალის მიერ ცხოვრების არასათანადო პირობებში მცხოვრებ არასრულწლოვანთა საჭიროებების გონივრულ ვადაში იდენტიფიკაცია.

რაც შეეხება სოციალური დახმარებების ანალიზის შედეგებს, ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბავშვთა რიცხობრივი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია: 2014 წლის განმავლობაში მიზნობრივი სოციალური სახელმწიფო დახმარების მიმღები გახდა 0-დან 6 წლამდე ასაკის - 51 435 ბავშვი, ხოლო 6–დან 18 წლამდე ასაკის – 105 540 არასრულწლოვანი. მათგან საარსებო შემწეობის მიმღებს წარმოადგენდა 0–დან 6 წლამდე ასაკის 35 826, 6–დან 18 წლამდე ასაკის – 72 009 ბავშვი.

ბავშვთა სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისაგან დაცვის უფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის რეკომენდაციები რამდენიმე უწყბის მიმართ ასეთია:

რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:

უკიდურეს და ფარდობით სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა სპეციფიკური საჭიროებების იდენტიფიკაციისა და განხორციელების მიზნით მოქმედ სახელმწიფო სოციალურ ქვეპროგრამებში პროპორციულად აისახოს ბავშვთა სოციალურ–ეკონომიკური საჭიროებები; 

შემუშავდეს საგანგებო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებსა და ფარდობით სიღარიბეში მცხოვრებ არასრულწლოვანთა ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, ინფორმაციული ხელმისაწვდომობის გაზრდის ჩათვლით; 

განხორციელდეს ინტერვენციები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამაში 5 წლამდე არასრულწლოვანთა სიკვდილიანობის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანი და ეფექტური ზომების იმპლემენტაციის გაგრძელების მიზნით. განსაკუთრებით, არასრულწლოვანთა სიკვდილიანობის გამომწვევ ყველაზე გავრცელებულ მიზეზებთან ბრძოლის კუთხით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს: 

შემუშავდეს სათანადო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაღალმთიან რეგიონებში არასრულწლოვანთა ჯანდაცვის უფლების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად; 

შემუშავდეს მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები მცირეწლოვან ბავშვებში დეფიციტური კვებით გამოწვეულ დაავადებათა პრევენციისათვის და განისაზღვროს მაღალმთიან რეგიონებში მათი იმპლემენტაციის ეფექტური მექანიზმები;

გადაიდგას ადეკვატური ნაბიჯები მინდობით აღზრდის/რეინტეგრაციის ქვეპროგრამების ფარგლებში სოციალური მუშაკების საქმიანობის ხარიხის გასაუმჯობესებლად;

საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მიღებულ იქნეს ეფექტური ზომები 5 წლამდე არასრულწლოვანთა სიკვდილიანობის გამომწვევი ყველა შესაძლო მიზეზის შესასწავლად და აღმოსაფხვრელად.

გატარდეს მნიშვნელოვანი ზომები სამედიცინო პერსონალის გადამზადების ჩათვლით, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მათ მიერ მოვალეობების არასათანადო შესრულების ფაქტები, როგორც არასრულწლოვანთა სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ–ერთი ძირითადი საფუძველი; 

გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები სოციალური მუშაკების საქმიანობის ეფექტურობისა და პროაქტიურობის გასაზრდელად, პრობლემური ოჯახების იდენტიფიცირების, არასრულწლოვანი ბავშვის მშობლებისათვის აუცილებელი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებისა და განვითარების სფეროში.

რეკომენდაცია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს:

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში არსებული დღის ცენტრების, კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრებისა და ტრანზიტული ცენტრების ბენეფიციართათვის:  უზრუნველყოფილ იქნეს ბენეფიციარების დამატებითი სისტემური და კვალიფიციური მეცადინეობა საჭირო საგნებში და მათი მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;

შემუშავდეს დოკუმენტაციის არმქონე პირების საკითხთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგია და არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზები;

გადაისინჯოს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრებიდან ტრანზიტულ ცენტრებში ბენეფიციართა გადაყვანის მიზანშეწონილობის საკითხი;

უზრუნველყოფილ იქნეს ბენეფიციართათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების დროული მიწოდება;

ხელი შეეწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. გაიზარდოს ფიზიკური და სპორტული აქტივობებისა როლი ბენეფიციართა ყოველდღიურ ცხოვრებაში; 

უზრუნველყოფილ იქნეს აღმზრდელთა და ბენეფიციართა ინფორმირებულობა გადამდები დაავადებებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; 

განხორციელდეს ბავშვის რთული ქცევის მულტიდისციპლინური მართვა ფსიქოლოგისა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის აქტიური მონაწილეობით  უზრუნველყოფილ იქნეს დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი ეფექტური პროგრამისშემუშავება.  სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი „ბავშვი და გარემოს“ ტრანზიტულ ცენტრის ეზოში არსებული ფიზიკური გარემო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: 

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის შემუშავდეს მიზნობრივი სახელმწიფო· პროგრამები, რომლითაც შესაძლებელი გახდება განათლების ხელმისაწვდომობის, ეფექტურობისა და ინკლუზიურობის სისტემური უზრუნველყოფა; 

პედაგოგთა პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველსაყოფად· განხორციელდეს ფართომასშტაბიანი და სისტემური ქვეპროგრამები, გაიზარდოს ამ მიზნით დაფინანსებული მოქმედი პროგრამების დაფარვის გეოგრაფიული არეალი; 

გაუმჯობესდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული· მდგომარეობა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და განახლდეს სასწავლო ინვენტარი; 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის· გასაუმჯობესებლად, აქტიურად განხორციელდეს ინკლუზიური განათლების პროგრამა და მოხდეს სკოლათა ინფრასტრუქტურულ-საგანმანათლებლო გარემოს ადაპტირება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:  

გადაუდებლად გატარდეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის, არასრულწლოვანთა პროსტიტუციისა და მათხოვრობაზე დაყოლიების სავარაუდო ფაქტებზე.

უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესახებ საპატრულო პოლიციის ყველა თანამშრომლის ინფორმირება და მათი თანამშრომლობა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან.  

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას:  

ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შემთხვევებზე განხორციელდეს დროული და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებები, გონივრულ ვადაში მოხდეს ბრალდებული პირების იდენტიფიცირება და შემდგომი ძალადობრივი ქმედების აღმოფხვრისათვის საჭირო პრევენციული ღონისძიებები.

ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს:

მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე სკოლამდელი აღზრდის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან გამოიყოს შესაბამისი ფინანსური რესურსი  განხორციელდეს დროული და ეფექტური ღონისძიებები მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მოქმედი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების უსაფრთხო და სათანადო ფიზიკურ- ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.  

მიღებულ იქნეს ზომები ყველა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის ინფორმირებულობის გასაზრდელად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და რთული ქცევის ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევების გამოვლინებისა და აღმოფხვრა/პრევენციის სფეროში.

განხორციელდეს სათანადო ღონისძიებები სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების ორგანიზაციული წესების სრულად დაცვის მიმართულებით. 648 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2014  ხარისხიანი და ეფექტიანი სკოლამდელი განათლების იმპლემენტაციისათვის განხორციელდეს ადრეული და სკოლამდელი განათლების პედაგოგთა სისტემური გადამზადება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^