Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საყდრისი-ყაჩაღიანის საქმეზე სასამართლომ საია-ს საჩივარი არ დააკმაყოფილა

18 მაისი, 2015 18:27

გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ კახა კოჟორიძისა და გიორგი გოგოჭურის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ „ლიბერალს“ მოსარჩელეთა ადვოკატმა, სულხან სალაძემ უთხრა.

მისი განმარტებით, გასაჩივრებული აქტები ეხებოდა 2014 წლის 12 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ორ გადაწყვეტილებას, რომელთაგან ერთი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნას, მეორე კი RMG GOlD-ისთვის საყდრის-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების თაობაზე თანხმობის გაცემას ეხებოდა.

„მოსამართლემ დღევანდელი მოცემულობების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არ უნდა შეჩერდეს გასაჩივრებული აქტების მოქმედება. როდესაც განჩინება ჩაგვბარდება, უფრო ადვილად ვისაუბრებთ, რა გარემოებებზე ააგო სასამართლომ გადაწყვეტილება“, - უთხრა მან „ლიბერალს“.

სალაძის განმარტებით, დღევანდელი განჩინება აღნიშნული აქტების კანონიერების საკითხს არ ეხება და კანონიერებაზე სასამართლო არსებითი განხილვის დროს იმსჯელებს.

„განისაზღვრა პირველი სხდომის თარიღი, - 2015 წლის 25 ივნისი. დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა. მზად გვაქვს უამრავი ახალი დოკუმენტი, რომელსაც ამ სხდომაზე წარვუდგენთ სასამართლოს“, - ამბობს სალაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^