Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GDS-მა თავდაცვის სამინისტროს „ტიფლისისთვის“ დეტონატორებში 293 ლარი გადაუხადა

18 მაისი, 2015 21:22

GDS-მა თავდაცვის სამინისტროსგან მიღებულ რესურსში 293 ლარი გადაიხადა, - „ლიბერალმა“ დღეს თავდაცვის სამინისტროდან გადახდის ქვითარი მიიღო. აღნიშნული საჯარო ინფორმაცია „ლიბერალმა“ 29 აპრილს გამოითხოვა, თანხა კი GDS-მა 15 მაისს გადაიხადა. GDS-სთვის „სათანადო დახმარების" შესახებ განკარგულება მთავრობამ 24 აპრილს გამოსცა.

ტროტილის, ვაზნებისა და შავი დენთისთვის GDS-ს თანხა არ გადაუხდია, როგორც სამინისტროდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული რესურსი მეორადი გამოყენებისაა და მატერიალური ღირებულება არ გააჩნია. 

რაც შეეხება დანარჩენ მასალას, კაფსულა-დეტონატორს (ალუმინის გარსით, 50 ცალი), სამინისტროს ინფორმაციით ერთეულის ფასი 2.376 ლარია. სულ GDS-მა ამ მასალისთვის 118.8 ლარი გადაიხადა.

30 ცალ ელ. დეტონატორში (სპილენძის გარსით,) ტელეკომპანიამ 77.22 ლარი გადაიხადა. ერთეულის ფასი კი 2.574 ლარია.

100 ცალ სადეტონაციო ზონარში 97 ლარია გადახდილი, მისი ერთეულის ფასი კი 0.97 ლარია.

რაც შეეხება, 3 ტყვიამფრქვევს და  6 ცალ ვაზნის ლენტს, იგი GDS-ს დროებით სარგებლობაში გადაეცა.

საქართველოს მთავრობის 24 აპრილის  განკარგულების მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო „სათანადო დახმარებას“ GDS-ს სერიალ „ტიფლისის“ მეორე სეზონისა და ასევე, ახალი მრავალსერიანი ფილმის „ქერჩის“ გადაღების მიზნით გადასცემს. ცნობილია, რომ „ქერჩი“ ეკრანზე „დაკარგული გმირების“ სახელწოდებით გამოვა. 

განკარგულებით გათვალისწინებული რესურსის ჩამონათვალი ასეთია:

ტროტილი 0,454 კგ-იანი TNT (ბლოკები) – 10 კგ.

კაფსულ-დეტონატორი /კდ-8/ ალუმინის გარსით - 50 ცალი;

ელ. დეტონატორი /ედპ/ სპილენძის გარსით - 30 ცალი;

სადეტონაციო ზონარი - 100 ცალი;

7,62X54 მმ ტყვიამფრქვევი - 3 ერთეული (დროებით სარგებლობაში);

7,62X54 მმ ვაზნა „X“ ფუჭი - 5000 ცალი;

7,62X54 მმ ვაზნის ლენტი (200 ვაზნაზე) - 6 ცალი (დროებით სარგებლობაში);

შავი დენთი - 10 კგ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეკომპანია GDS TV-სთვის დახმარების საკითხის მოკვლევა დაიწყო. როგორც „ლიბერალს" კომისიაში განუცხადეს, ამ საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.

საქმე ისაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 66 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე, მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.

"ლიბერალის" მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^