შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის რეგისტრირებული დანაშაულის იანვარ-აპრილის სტატისტიკით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თვითმკვლელობამდე მიყვანის სტატისტკია 15,93%-ით (29 შემთხვევა) გაიზარდა. ამ მუხლით დანაშაულის 211 შემთხვევაა რეგისტრირებული, რომელთაგან გახსნილი არც ერთი არ არის.
21,77%-ით (64 შემთხვევა) გაიზარდა თაღლითობის მაჩვენებელი, 52%-ით - გამოძალვის დანაშაული.
საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულის მაჩვენებელი 219 შემთხვევით, ანუ 26,2%-ით შემცირდა.
ყაჩაღობის მაჩვენებელი 18,87%-ით (20 შემთხვევა) გაიზარდა.
შსს-ს ცნობით, სტატისტიკა ასახავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემებს, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს დანაშაულის სტატისტიკას შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების მონაცემებს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით.