
საქართველოს მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია, ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რიგაში განაცხადა, სადაც ის „ევროპის სახალხო პარტიის“ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა.
„თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს დიპლომატიური პასპორტები აქვთ და ევროპაში დადიან. ჩემ დროს იმდენს მივაღწიეთ, რომ თუ დიპლომატიური პასპორტი გაქვს, ევროპაში გიშვებენ. მათი ნათესავები და ოჯახის წევრები დადიან ევროპაში, ისვენებენ ევროპულ კუროროტებზე და ის, რომ ხალხი დაიმშა, ის რომ ხალხს არ აქვს შემოსავალი, ის რომ დაიკარგა სამუშაო ადგილები და ხალხი ლუკმა პურის საშოვნად მზად არის ნებისმიერ ქვეყნაში წავიდეს, ამის შესაძლებლობასაც ართმევენ“, - განაცხადა სააკაშვილი.
მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიას“, რომლის წევრიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, მიაღებინეს რეზოლუცია, რომ ვიზალიბერალიზაცია მოგვცენ.
„მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მთავრობამ თუ არ გააკეთა, ოპოზიცია რას გააკეთებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.