Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის ჰოსპისი გაიხსნება

29 მაისი, 2015 14:32

2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა იგეგმება, სადაც პალიატიურ მზრუნველობას ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს გაუწევენ.  ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურება უფასო იქნება.

ბავშვთა პალიატიური მზრუნველობა განუკურნებელი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას გულისხმობს. პალიატიური მზრუნველობა მოიცავს, როგორც დაავადებით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებას, ასევე ბავშვისა და ოჯახისათვის ფსიქოლოგიური და  სულიერი მხარდაჭერის გაწევას. პალიატიური მზრუნველობის საჭიროება მაშინ დგება, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ დაავადებებთან, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება. ბავშვებში, ასეთი დაავადებებია კიბოს ბოლო სტადია, დიაბეტი, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმები და სხვა.  

ბავშვთა ჰოსპისის გასხნის ინიციატივა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ეკუთვნის. დღეს ფონდს, ააიპ „ბავშვთა ჰოსპისსა“ და „სამედიცინო კორპორაცია  ევექსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს გაფორმდა, რის შემდეგაც დიღომში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობა დაიწყება. ის ივლისში დაიწყება და ერთ წელში დასრულდება.

ბავშვთა ჰოსპისი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისთვის, დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები საჭირო მომსახურების მისაღებად დილიდან საღამომდე იქნებიან, აგრეთვე ამუშავდება შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც ბავშვებს ბინაზე მოემსახურება.

ფონდის ცნობით, საქველმოქმედო პროექტის განხორციელებისთვის პირველი შენატანი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და „სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ განახორციელეს.

როგორც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი ამბობს, ბავშვთა ჰოსპისის აშენების იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა, რომლის მიზანი იყო ბავშვებისთვის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების შესწავლა.  კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 839 ბავშვს ესაჭიროება.

ამასთან, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ინიციატივით და მხარდაჭერით დაფუძნდა ააიპ „ბავშვთა ჰოსპისი", რომელიც ამ ეტაპზე პალიატიური მზრუნველობის საჭიროების ბავშვებს ბინაზე ემსახურება.

ბავშვთა ჰოსპისის  კონცეფცია ბავშვისთვის მეგობრული და კომფორტული გარემოს შექმნას გულისხმობს, სადაც მზრუნველი პერსონალის გარდა დიდი დატვირთვა აქვს გარემოს, ინტერიერს, ჰოსპისის სახელწოდებას და ყველა იმ დეტალს, რაც უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიულ შეგუებას ახალ დაწესებულებასთან. „ოცნებების სახლი“, „მსოფლიორუკა“, „ვარსკვლავებზე ნადირობა“, „ცისარტყელის მიღმა“ „იმედის სახლი“ ასეთი სახელწოდებებით არსებობს სხვადასხვა ქვეყნაში ბავშვთა ჰოსპისები. ჰოსპისის უმთავრესი პირობა ოჯახური ტიპის გარემოს შექმნაა. 

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ააიპ „ბავშვთა ჰოსპისის“ ხელმძღვანელმა ნინო კაციტაძემ აღნიშნა, ბავშვთა ჰოსპისის პროექტი პირველ ეტაპზე თბილისში განხორციელდება, რადგან, მისი თქმით, ერთი ჰოსპისი მთელი საქართველოს ფიზიკურად ვერ მოიცავს. მისივე თქმით, მომავალში რეგიონებზე გათვლილი ჰოსპისიც იქნება. 

როგორც კაციტაძე ამბობს, ჰოსპისში სტაციონარული მომსახურება დაახლოებით 8-10 საწოლზე იქნება გათვლილი, თუმცა სხვადასხვა სახის მზრუნველობას 30-40 ბავშვი მიიღებს.

„ნაწილი დღის ცენტრში ივლის, ვისთვისაც საჭირო იქნება სტაციონარში მოთავსდება, შინ ზრუნვის პროგრამაც განხორციელდება“, - აცხადებს კაციტაძე.

რაც შეეხება მზრუნველობის პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კრიტერიუმებით, არსებობს 4 ჯგუფი, რის მიხედვითაც ბავშვები პალიატიურ მკურნალობაში ერთვებიან.

„ეს კრიტერიუმებია, სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომელთა განკურნების შესაძლებლობა არსებობს, მაგარამ შესაძლოა, მკურნალობამ არაეფექტიანი აღმოჩნდეს, მაგალითად, ლეიკემია, სხვადასხვა სიმსივნე; ასევე არის დაავადებები, რომელიც არის თანდაყოლილი, რომელთა განკურნება შეუძებელია, ამიტომ დასაწყისიდანვე ეს ბავშვები პალიატიური მზრუნველობის ბავშვებად ითვლებიან. ასევე არის პროგრესირებადი დაავადებები, რომელთაც მკურნალობით მუდმივად სჭირდებათ მდგომარეობის შენარჩუნება, რომ რემისიას მივაღწიოთ, მეოთხე ჯგუფი არის შეუქცევადი, მაგრამ არა პროგრესირებადი დაავადებები, მაგალითად, ბავშვთა ცერებრალური დამბლა“, - ამბობს კაციტაძე.

მისივე თქმით, მათ უკვე დაიწყეს ბინაზე ზრუნვის პროგრამა და ბავშვები სწორედ, ამ კრიტერიუმებით შეარჩიეს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^