ნარიყალას ციხის რეაბილიტაციაზე კონკურსი ცხადდება, - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ნარიყალას ციხეზე გააკეთა.
თბილისის მერმა დღეს ნარიყალას ციხე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან, არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, ნინო ღოღობერიძესთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ნიკა ანთიძესთან და არქიტექტორ-რესტავრატორებთან - ტარიელ კიპაროიძესთან, ზურაბ ვახტანგაძესთან და იოსებ ბანძელაძესთან ერთად დაათვალიერა.