საზოგადოება „2030-ის“ ინფორმაციით, ნიკო ფიროსმანის ნახატი - „არსენალის მთა ღამით“ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა 1,5 მლნ დოლარად შეიძინა.
„საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა", - ნათქვამია საზოგადოება „2030-ის" facebook-ის გვერდზე.
ნახატი პირველად 2003 წელს, Sotheby's-ს აუქციონზე 1,8 მლნ დოლარად გაიყიდა, მეორედ კი MacDougall's-ის სახვითი ხელოვნების აუქციონზე - 1,672,542 დოლარად.
„არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ტილოები აუქციონებზე რუსულ სექციებში ხვდება. კრისტისა და სოტბის აუქციონებზე ქართველი მხატვრების, დავით კაკაბაძის, გიგო გაბაშვილისა და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები რუსულ სექციაში იყო წარმოდგენილი.