საზოგადოება „2030-ის“ ინფორმაციით, ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით", ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა.
ნიკო ფიროსმანის ნახატი - „არსენალის მთა ღამით“ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა 1,5 მლნ დოლარად შეიძინა.
ნახატი პირველად 2003 წელს, Sotheby's-ს აუქციონზე 1,8 მლნ დოლარად გაიყიდა, მეორედ კი MacDougall's-ის სახვითი ხელოვნების აუქციონზე - 1,672,542 დოლარად.
„არსენალის მთა ღამით" 1957 წელს ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს. შემდეგ ის ორჯერ გაიყიდა, ბოლო მფლობელმა ნახატი ლონდონის აუქციონზე 2010 წელს იყიდა.