Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანგარიში: სიძულვილის ენა და ქსენოფობია - 46 გამონათქვამი სასულიერო პირებს ეკუთვნით

02 ივნისი, 2015 17:07

მედიის განვითარების ფონდი მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს, ქართულ მედიაში სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შემცველი გამონათქვამების შესახებ.

მონიტორინგის თანახმად, რომელიც 2014 წლის 17 თებერვლიდან 2015 წლის 18 თებერვლამდე საკვლევ პერიოდს მოიცავს, მედიაში სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის 198 შემთხვევა აღინიშნა - 44 სიძულვილის ენას, 49 სხვადასხვა ეთნიკური და ეროვნული ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას, 53  თურქოფობია/ისლამოფობიას, 25  არმენოფობიას, ხოლო 27  რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას ეხება. 

მონიტორინგის შედეგების თანახმად, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის ტირაჟირებით გაზეთი „ასავალ-დასავალი" ლიდერობს (53 შემთხვევა); მეორე ადგილს მედიაკავშირი „ობიექტივი" იკავებს - 37 შემთხვევით; სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შემცველი 24 გამონათქვამი დაიბეჭდა „საქინფორმში; 22 - Geworld.ge; 19 - „კვირის ქრონიკა"; 14 - ტელეკომანია „კავკასია"; 12 - გაზეთი „ალია"; 6 - „რეზონანსი", 4 - „კვირის პალიტრა"; 2 - „რუსთავი 2"; 2 - „პრაიმტაიმი"; 2 - „პირველი"; 1 - საზოგადოებრივი მაუწყებელი.  

სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შემცველი გამონათქვამებით მედიის შემდეგ საზოგადოების წარმომადგენლები ლიდერობენ - 187 შემთხვევით. კვლევის შედეგების მიხედვით, 46 შემთხვევაში სიძულვილის ენის შემცველ გამონათქვამებსა და ქსენოფობიას სასულიერო პირები, 21 შემთხვევაში ყოფილი ხელისუფლება, ხოლო 11 შემთხვევაში ხელისუფლება იყენებს. 

როგორც მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი ამბობს, ორგანიზაცია კვლევის ფარგლებში ნაციონალური არხების საინფორმაციო გამოშვებებს, ტოქ-შოუებს, 6 გაზეთს აკვირდებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^